მედია - ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS რაკეტებს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის რაკეტებს გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი კონგრესში აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ, არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდის მიიღებს უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ან როდის გააკეთებენ მხარეები რაკეტების გადაცემის შესახებ საჯარო განცხადებას.

რამდენიმე თვეა უკრაინა ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ითხოვს, რომელიც კიევს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ სამიზნეებს 180 მილის მანძილზე დაესხას თავს, დარტყმა მიაყენოს რკინიგზას და ფრონტის ხაზს მიღმა რუსეთის კონტროლის ზონებს.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონში ოფიციალური პირების ნაწილი ეწინააღმდეგება ATACMS-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას, იმის შიშით, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის რუსეთთან ომის საზღვრებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის