ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინელი მფრინავების საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების შესახებ შვედეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჩეხეთი შვედეთთან მის ტერიტორიაზე უკრაინელი მფრინავების Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.

პრაღაში გამართულ საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას იანა ჩერნოხოვამ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მთავრობას უკრაინელი სამხედროების მომზადების ახალი პროექტი წარუდგინა.

მან, ასევე, პირობა დადო, რომ ჩეხეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს.

მედიის ცნობით, კიევი უკვე დიდი ხანია, რაც ცდილობს საკუთარი საჰაერო ძალები თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებით გააძლიეროს. გასულ კვირას, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა თვითმფრინავები წარმატებით გამოცადეს. სტოკჰოლმი ჯერ კიდევ განიხილავს, გადასცემს თუ არა უკრაინას საბრძოლო გამანადგურებელ Gripen-ს.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში