მატეუშ მორავეცკი - მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ არასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს

მინდა ზელენსკის ვუთხრა, პოლონელებს შეურაცხყოფა არასდროს მიაყენოს, - ასე მიმართა პარასკევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„მე მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ არასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ.

როგორც მედია აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებული უთანხმოების განმუხტვას ცდილობდა, თუმცა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბრისას მატეუშ მორავეცკიმ მკაცრი რიტორიკა შეინარჩუნა.

პოლონელების უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ნიუ-იორკში ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მარცვლეულის ექსპორტის სახმელეთო გზების შენარჩუნებისთვის მუშაობდა, მაგრამ მარცვლეულის იმპორტის გარშემო შექმნილი „პოლიტიკური თეატრი“ მხოლოდ მოსკოვს ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა გასულ კვირას გადაწყვიტა გაეხანგრძლივებინა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა, რამაც უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები დაძაბა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში