კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს

კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს , - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი სამი წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული და იგი მოიცავს 50 ჯავშანმანქანას, მათ შორის სამედიცინო ევაკუაციის მანქანებს, რომლებიც კანადაში იწარმოება.

ასევე, მასში შედის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სასწავლო წვრთნები უკრაინელი მფრინავებისთვის.

ტრიუდომ სიტყვით გამოსვლისას შეაქო ზელენსკი და უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათი სიმამაცისთვის და დაამატა, რომ უკრაინა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს იცავს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო