მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ საველე ჩართულობითა და პრაქტიკული გათამაშებებით აქტიურად მიმდინარეობს

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურ ფაზაში შევიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს - მათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავებაც უწევთ. მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედიაცენტრია მოწყობილი.

„სწავლების პრაქტიკული ნაწილი სხვადასხვა საველე სცენას მოიცავს. სწავლებაში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თეორიული კურსის დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება უწევთ, მათ შორისაა უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვა კრიზისული სიტუაციების დროს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭრილი მოქალაქისთვის.

მედიასწავლების საველე გათამაშებებს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ და კრიზისულ სიტუაციაში მედიის წარმომადგენლების მუშაობის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

„ღირსეული პასუხი 2023“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს