შალვა პაპუაშვილი ფრეიზერის ინსტიტუტის ანგარიშზე - ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, „მიუკერძოებელი სასამართლოს“ კატეგორიაში - 4 წევრსა და ყველა კანდიდატ ქვეყანას

ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო უსწრებს ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.


„საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა სუბიექტურ აღქმებში. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიაში „მიუკერძოებელი სასამართლო“ ვუსწრებთ ევროკავშირის 4 წევრსა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს იმ პირობებში, როცა კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს“, - წერს პაპუაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო