გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 27 დასახლებული პუნქტი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 27 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

განცხადებას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, იური მალაშკო ავრცელებს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა 27 დასახლებულ პუნქტზე 86 დარტყმა განახორციელა - საარტილერიო დარტყმების შედეგად დაიღუპა 82 წლის ქალი“, - განაცხადა მალაშკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაბომბვები ზალპური ცეცხლი სარაკეტო სისტემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით და საავიაციო ჭურვების განხორციელდა.

„თავდასხმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები და ინფრასტრუქტურის ობიექტები“, - დასძინა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა