აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი - პრეზიდენტს ცანცარი არ უხდება, ორი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს

პრეზიდენტს ცანცარი არ უხდება. ორი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, - ამის შესახებ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მგალობლიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.

“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე". ორი დღის წინ კი აცხადებდა - "პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

ქალბატონო პრეზიდენტო, 1) მოქალაქეობას არ შეწყვეტას, იმ დასჯასთან თქვენ რომ იგულისხმეთ, არავითარი კავშირი არ გააჩნია. კანონი მოქმედებს დროსა და სივრცეში და ის მოქალაქემ დაარღვია, თუ არამოქალაქემ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 2) ამ გადაწყვეტილებით, თქვენ როგორც გჩვევიათ ხოლმე, კანონზე მაღლა დააყენეთ საკუთარ თავი. საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირი გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე და ამაზე არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, მას უპირობოდ უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ.

პრეზიდენტს ცანცარი არ უხდება. ორი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ქართველებს გვაქვს ერთი კარგი გამოთქმა- "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი" , პრეზიდენტო“, - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება