დევიდ ბაბაიანი - 120 000 ყარაბაღელი სომეხი სომხეთში გაემგზავრება - ჩვენს ხალხს არ სურს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება

მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის, - ამის შესახებ Reuters-ს სეპარატისტული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა განუცხადა.

"ჩვენს ხალხს არ სურს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება. 99.9 %-ს ურჩევნია დატოვოს ჩვენი ისტორიული მიწები. ჩვენი საწყალი ხალხის ბედი ისტორიაში შევა, როგორც სომეხი ხალხისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს სირცხვილი", - განაცხადა ბაბაიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხები, სავარაუდოდ, დატოვებენ რეგიონს და რომ სომხეთი მზად, არის მათ მისაღებად.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება