ყარაბაღიდან სომხეთში 2 900-ზე მეტი ყარაბაღელი სომეხი გადავიდა

ყარაბაღის რეგიონი 2 906-მა ეთნიკურად სომეხმა დატოვა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სომხეთის ტერიტორიაზე ყარაბაღის 2 906 მცხოვრები შევიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშანიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებაა მზადაა, "სიყვარულით მიიღოს ძმები და დები ყარაბაღიდან“.ამასთან, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა