ოდესაზე თავდასხმის შედეგად საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს "შაჰედის" დრონებით, ასევე "ონიქსის" და "კალიბრის" რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ იყო დარტყმაც, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ღამით ოდესის ოლქში "შაჰედ-136/131" ტიპის 19 დრონი, "ონიქსის" ტიპის 2 რაკეტა და 12 "კალიბრი" გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა მათი უმრავლესობა ჩამოაგდეს, თუმცა, იყო დარტყმაც და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ოდესის საზღვაო სადგურს, სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა, რომელიც დროულად ჩააქრეს.გარდა ამისა, "ონიქსის" რაკეტებმა მარცვლეულის შესანახი გაანადგურეს. ამასთან, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ოდესის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობო შენობები და კერძო სახლი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა