გუბერნატორი - კურსკში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა

უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, კურსკში რამდენიმე კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. თავდასხმის შესახებ იუწყება რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზიც. მისი ინფორმაციით, ღამით სურაჟსკის რაიონში ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, თუმცა მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა