ჰოლივუდში სცენარისტები აცხადებენ, რომ სტუდიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწიეს.
მედია საშუალებები წერენ, რომ ეს შეთანხმება, სავარაუდოდ დაასრულებს 2 მაისს დაწყებულ გაფიცვას, რომელმაც შეაფერხა კინო და ტელე წარმოება და რომლის გამოც კალიფორნიის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარი დაკარგა.
სამწლიანი კონტრაქტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ამერიკის მწერალთა გილდიის ხელმძღვანელობა, ასევე პროფკავშირის წევრები დაამტკიცებენ. აღსანიშნავია, რომ ცალკე დავაში მონაწილეობენ მსახიობები, რომლებიც ასევე გაფიცულები არიან. სცენარისტებს, კინომსახიობებსა და კონოსტუდიებს შორის უთანხმოების შედეგად ბევრი ამერიკული სატელევიზიო შოუ, პოპულარული სერიალი და ღამის "თოქ-შოუ" დაიხურა. დავა ეხება ანაზღაურების საკითხებს, ასევე სცენარისტები ხელოვნური ინტელექტის გავლენის გაზრდას აპროტესტებენ.