ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძე, რომელიც „8 სულ ქურდზე“ აღტყინებით საუბრობდა,  ვინმეს კრიმინალურ წარსულზე რომ გვესაუბრება, ძალიან სასაცილოა - კალაძემ ირაკლი ეძგვერაძეს 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებაში შეტანილი წვლილი არ აპატია

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ეძგვერაძეს 2020 წლის არჩევნებში გლდანში „ქართული ოცნების“ დამარცხებაში შეტანილი წვლილი არ აპატია. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ ისაუბრა.

ირაკლი ნადირაძე სწორედ ამით ხსნის დედაქალაქის მერის მიერ ირაკლი ეძგვერაძის წარსულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. საუბარია, განცხადებაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „ის, რაც მოხდა, უკავშირდება ეძგვერაძეს და მის წარსულს. მე არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში“.

ნადირაძის შეფასებით, ამ განცხადების გამო, კალაძე სასაცილოდ გამოიყურება.

კახა კალაძე სხვას ვერაფერს და არაფერს იტყვის, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება - „8 სულ ქურდზე“ რომ აღტყინებით, აღტაცებით საუბრობდა, ეს კახა კალაძე რომ გვესაუბრება ჩვენ ვინმეს კრიმინალურ წარსულზე, ძალიან სასაცილოა.

კახა კალაძემ შემთხვევით არ ახსენა არჩევნები - კალაძის მეგობარი, ძმაკაცი, უახლოესი ადამიანი, კობიაშვილი დამარცხდა 2020 წლის არჩევნებში და ამ გამარჯვებაში და „ქართული ოცნების“ დამარცხებაში ირაკლი ეძგვერაძემ, კახა ალადაშვილმა მიიღეს უდიდესი მონაწილეობა და მათ გადაწყვიტეს, ფაქტობრივად, გლდანის არჩევნების ბედი. ეს ვერ მოინელა კახა კალაძემ და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ცდილობს ეს ადამიანი, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა აირიდოს, თქვას, რომ ეს არ იყო ჯგუფური, ორგანიზებული თავდასხმა და პოლიტიკური ანგარიშსწორება და რაღაცები ქექოს წარსულში. რომ არა სუსი, რომ არა პოლიცია, რომ არა „ქართული ოცნება“, ვერ გაბედავდნენ ეს ადამიანები ასე დემონსტრაციულად, დღისით, მზისით, სადაც უამრავი ბავშვი, და ქალი იყო, ასე მისულიყვნენ და სასიკვდილოდ გაემეტებინათ ადამიანი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კითხვაზე, გლდანის პროცესების ფონზე შედგა თუ არა შერიგება „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებულ ფლანგებს შორის, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ მას თავის თანამებრძოლებთან გასაყოფი არაფერი აქვს.

„ერთობასა და ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია, გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს. აკო მინაშვილი არის ჩემი მეგობარი და მისი რჩევები და მისი მოსაზრებები ჩემთვის არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და ამ ადამიანის გამო შევაკვდები ნებისმიერს, ან გიორგი პატარაია... ვერც ჩამოვთვლი, ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები არიან და ამ ადამიანებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ეს არის პრობლემა, როდესაც ასეთი გამოცდილი მეგობრები, თანამებრძოლები, რაღაც წყენების გამო დღეს გარკვეული სიტუაციების გამო, არ არიან პარტიაში, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ძალიან მალე გამოსწორდება და მოგვარდება, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ის არის ოპოზიციური ფლაგმანი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და ჩვენ დანარჩენ პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა 1, 2, 5 პროცენტიანია, გადალახავს ბარიერს თუ ვერ გადალახავს, ჩვენ მათთან ერთად უნდა ავაშენოთ ევროპული სახელმწიფო. სულ რომ გვლანძღონ, სულ რომ დაგვიპირისპირდნენ, ჩვენ ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას, ჩვენ ვუწვდით მათ პარტნიორობის ხელს“, - განაცხადა ნადირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო