რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში ოთხი ავიაბომბი ჩამოაგდეს, დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

ხერსონის რაიონში ბერისლავს დილით ოთხი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს - სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მტრის ჭურვები კერძო სახლს და კომუნალურ შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.