მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კულმინაციური საველე სწავლებით დასრულდა

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მედიაცენტრი საველე პირობებში გაიშალა, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ. სცენარით გათვალისწინებული იყო ასევე, ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და UH-1H ვერტმფრენით გადაადგილებაც. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიის წარმომადგენლებს სწავლების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და დასავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა, კობა გრიგოლიამ მიულოცეს. მათ სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებაში მედიის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიქტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო