პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი - თუ კიევს ვარშავასთან მეგობრობა არ სჭირდება, მაშინ ძალით არაფერი გამოვა

უკრაინის ქმედებები პოლონეთთან მარცვლეულის კონფლიქტთან დაკავშირებით „უსამართლო და საზიანოა მრავალი პოლონელისთვის“ და თუ კიევს არ სურს ვარშავასთან მეგობრობა, არავინ აიძულებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პჟიდაჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა თავად უნდა იყოს დაინტერესებული პოლონეთთან სტაბილური ურთიერთობებით.

„ყველა ჩვენგანის ინტერესშია და ეს უკრაინელებმაც უნდა გაიგონ, თავიანთი თავის განცალკევება არ მოახდინონ, რადგან ამით სარგებლობს მხოლოდ მესამე აქტორი, მოსკოვის სახით“, - განაცხადა მარკინ პჟიდაჩმა.

მისი თქმით, უკრაინა დაინტერესებული უნდა იყოს პოლონეთთან სტაბილური ურთიერთობებით, რადგან ის ახლა გასაჭირში იმყოფება.

„ჩვენ ვართ ნატო-ში, გვყავს ძლიერი არმია, ჩვენ ვართ ევროკავშირში, გვაქვს საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი ქვეყანა. დღეს გასაჭირში უკრაინაა“, - აღნიშნა მარკინ პჟიდაჩმა და დასძინა, რომ სწორედ უკრაინამ უნდა იზრუნოს, უკრაინის მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნებაზე.

„თუ მას ეს არ სჭირდება, მაშინ ძალით არაფერი გამოვა“.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა