უკრაინის სპეცოპერაციის ძალები - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური დაიღუპა  - დაიჭრა 105 ოკუპანტი,  შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება სადესანტო ხომალდ "მინსკს", იმის გამო, რომ ის მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, გემზე პერსონალი იმყოფებოდა და ოკუპანტების დანაკარგმა 62-ს მიაღწია.

„განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგების შესახებ სადესანტო ხომალდ „მინსკზე“ სპეცრაზმის სპეცოპერაციისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების შედეგად. იმის გამო, რომ სადესანტო ხომალდი „მინსკი“ მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, მასზე პერსონალი იმყოფებოდა. დანაკარგმა 62 ოკუპანტი შეადგინა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა კიდევ 105 ოკუპანტი. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 13 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ანექსირებულ სევასტპოლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ დაზიანდნენ. ამასთან, 22 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო