რუსეთმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელი, პიოტრ გოფმანსკი ძებნილად გამოაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"ძებნის საფუძველი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ", – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მანამდე ძებნილად მოსამართლე ტომოკო აკანე იქნა გამოცხადებული, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვის დაკავების ორდერი გასცა.

რუსეთის პრეზიდენტი და ბავშვთა უფლებათა დამცველი სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან ბავშვების უკანონო დეპორტირებაში არიან ეჭვმიტანილები.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა