ანონსი  26 სექტემბერი

26 სექტემბერს, 04:30 საათზე, თბილისის აეროპორტში, უკრაინაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს ზაქარია შუბითიძეს ჩამოასვენებენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრებიან და პატივს მიაგებენ დაღუპულ მებრძოლს.

მის: თბილისის აეროპორტი

საკონტაქტო: გიორგი ბოტკოველი - 595 345 555

26 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პოლიტიკის აკადემიური ქსელის (ANSER) თანამშრომლობით ორგანიზებული ორდღიანი რეგიონული კონფერენცია „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების დაჩქარება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 21 13 00

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

(C კორპუსი, VI სართული)

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ოფისში პარტიის წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სანქცირებული ნავთობი და მტკიცებულებები

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე პარლამენტში პენსიონრებთან შეხვედრას გამართავენ.

თემა: საპენსიო ფორუმის დაგეგმვის პროცესის და პენსიონრების ძირითადი მოთხოვნების განხილვა

მის: საქართველოს პარლამენტი (კორპუსი C, ოთახი - 139)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბათუმელი ახალგაზრდების ბრიფინგი გაიმართება. თემა: „ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციას 27 სექტემბერს ახალგაზრდები უერთდებიან.

მის: ბათუმი, სოხუმის #27.

საკონტაქტო: ლუკა ნაცვლიშვილი - 592 15 81 25

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, DRI-ის ორგანიზებით, სასტუმრო „მერკური თბილისში“ პროექტის „ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიფემინისტური ფოკუსი“ ფინალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ და სოციალურ მედიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული, ჰომოფობიური, მიზოგინიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების ანალიზი.

მის: გორგასლის ქ.N9

საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 89 96 27

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საია კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს“.

მის: ჯანსუღ კახიძის #15

26 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „გაძვირებული საწვავი და პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, გავლენა საქართველოს ბაზარზე და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიების საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 სექტემბერს 12:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 25 000 ხელმოწერის შესაგროვებლად საკითხზე: „აიკრძალოს კატეგორიის შეცვლის გზით სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა“ კანონპროექტს შეიტანს.

საკონტაქტო: 599 29 00 13

26 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

26 სექტემბერს, 13:40 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

26 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტში პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

26 სექტემბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ ილიას სამართლის სახლი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, კვლევის - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე - შედეგების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მის: გუდიაშვილის ქ. 3.

საკონტაქტო: ელენე სიჭინავა - 595 85 00 92; ნინო ძიძიკაშვილი - 514 23 73 73

26 სექტემბერს 16:00 საათზე, ყვარელში, სოფელ შილდაში, გამარჯვების პლატფორმის კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღმართავენ.

მის: ყვარელი სოფ. შილდა

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო