ანალენა ბერბოკი - გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლას არ გრძნობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია, ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლას არ გრძნობს. კითხვაზე, გრძნობს თუ არა გერმანია „უკრაინისგან დაღლას“ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მინისტრმა უპასუხა: „არა, არ გრძნობს“.

"ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ამიტომ ყველას თავისი შეხედულება აქვს სამყაროზე. მაგრამ თავიდანვე, გერმანელებისა და ევროპელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სრულად გააცნობიერა, რომ უკრაინელების ადგილზე, შესაძლოა, ჩვენ ვყოფილიყავით“, - განმარტა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ინფლაცია მაღალია და გერმანიის ეკონომიკა ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.

„ასეთ დროს, თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მსოფლიოს, მაგრამ უნდა ავუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ასევე, უნდა ვიმუშაოთ სხვა სოციალურ პროგრამებზე, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები ადამიანებსა და ოჯახებზე და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში