ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ ხანქენდის (სტეფანაკერტი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებისთვის საწვავის მისაღებად რიგში იდგა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება