აშშ-მა ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე არ მიიწვია

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ორმხრივი არხებით აცნობა, რომ არ აპირებს რამდენიმე ლიდერის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე მიწვევას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი არხებით გვაცნობეს, რომ წელს არ აპირებენ რამდენიმე ლიდერის მოწვევას, იმის გამო, რომ მათზე სანქციები ვრცელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა, რუსეთის უმაღლესმა წარმომადგენელმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობაში, მარატ ბერდიევმა.

მისი თქმით, რუსული მხარე აგრძელებს მუშაობას ვაშინგტონთან, რათა მათ ღონისძიების მასპინძლის ვალდებულებები შეასრულონ.

„მე, როგორც რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირი, აქტიურად ვურთიერთობ მათთან და კიდევ ერთხელ გავგზავნე მოთხოვნა რუსეთის ლიდერის მიწვევის მოთხოვნით“, - განაცხადა ბერდიევმა.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა არის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 21 ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ფორუმი. წელს სამიტი 11-17 ნოემბერს სან-ფრანცისკოში გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო