აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მუშაობს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს ყარაბაღში საერთაშორისო მისიის გაგზავნა - რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო

აშშ თვლის, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის გამჭვირვალობა და სანდოობა, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.

„მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, სიმშვიდე და სანდოობა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება იმ საჯარო განცხადებების შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანმა გააკეთა“, - აღნიშნა მილერმა.

მისივე თქმით, აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ ასეთი მისიის შექმნა უზრუნველყონ.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებზე კომენტირებისას, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო ერევნის დაცვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოკავშირის სტატუსის მიუხედავად, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ „აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების სფეროში ის პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო