სომხეთის საპარლამენტო კომისიის დღის წესრიგში რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი შევიდა - მოსკოვი შედეგებით იმუქრება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი სომხეთის პარლამენტის სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შევიდა, - შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტს სომხეთის წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანი წარადგენს.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.

ფაშინიანი აცხადებს, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა გააფრთხილა ერევანი, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს ერევნის გეგმებს, შეუერთდეს რომის სტატუტს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერების ფონზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში