უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი - HIMARS-ის რაკეტამ რუსი ოფიცრების შეხვედრაში „მონაწილეობა მიიღო“, დაიღუპა 8 და დაშავდა 7 ოფიცერი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-დან ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების შტაბზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ნაადრევად დასრულდა: 8 ოფიცერი დაიღუპა და 7 - დაიჭრა.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის წყალობით, HIMARS-ის რაკეტამ „მონაწილეობა მიიღო“ 70-ე მოტორიზებული დივიზიის 24-ე მოტომსროლელი პოლკის რუსი ოფიცრების ყოველდღიურ შეხვედრაში“, - აცხადებენ წყაროები მედიასთან საუბარში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა