რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ აშშ ანკარისთვის F-16-ების მიყიდვას გზას გაუხსნის, თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას მოახდენს

თურქეთის პარლამენტი შეასრულებს დაპირებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გზას გაუხსნის ანკარისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.

ერდოღანის მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაცია თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვისა და ანკარას მიერ შვედეთის წინადადების რატიფიცირების საკითხებს ერთმანეთს უკავშირებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის