დიმიტრი პესკოვი - Abrams-ის ტანკებიც ისევე დაიწვებიან, როგორც სხვები

უკრაინისთვის მიწოდებული Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.

„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. არ არსებობს ასეთი იარაღი", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, Abrams-ის ტანკებიც ისევე დაიწვება, როგორც სხვა ქვეყანაში წარმოებული ტანკები.

„Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია. მაგრამ გაიხსენეთ რა თქვა პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში წარმოებულ ტანკებზე. ეს ტანკებიც ისე დაიწვებიან, როგორც სხვები”, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის