ანონსი  27 სექტემბერი

27 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, 22-ე ISPI EMEA საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მასპინძლობს PMCG – პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი, ISPI EMEA-სთან (საერთაშორისო საზოგადოება საქმიანობის გაუმჯობესებისთვის) თანამშრომლობით და USAID საქართველოს მისიასთან კოორდინაციით.

თემა: „საქმიანობის გაუმჯობესება ტურბულენტურ და გარდამავალ პერიოდში“, რომელსაც განიხილავენ EMEA რეგიონის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ინდუსტრიების უფროსი წარმომადგენლები.

მის: მერაბ კოსტავას ქ. 14

საკონტაქტო: ნინი მეტრეველი - 571 28 10 10

27 სექტემბერს 09:30 საათზე, გმირთა მემორიალთან, „გამარჯვების პლატფორმა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე - ირაკლი ფავლენიშვილი, პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს.

მის: გმირთა მემორიალი

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგი სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის „ყოველდღიური მართლმსაჯულება საქართველოს რეგიონებში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო „რუმსი თბილისი“.

საკონტაქტო: თათუსია ლომთაძე - 551 513 514

27 სექტემბერს, 10:30 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: თეა ღვინაძე - 595 566 244

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერები „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

თემა: საპენსიო სესხები და პენსიონერთა პრობლემები

მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „სოხუმის დაცემის დღეს, ომიდან 30 წლის შემდეგ პირველად, საზოგადოება სოხუმის მუზეუმში გადაღებულ კადრებს და იქ დაცულ ექსპონატებს იხილავს.

წარმოდგენილი იქნება ანგარიში სოხუმში, ბიჭვინთასა და გუდაუთაში მდებარე ძეგლების ამჟამინდელ სავალალო მდგომარეობაზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროცესი გაიმართება.

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრისა და თემატური მოკვლევის - „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება" - მთავარი მომხსენებლის, თეონა აქუბარდიას ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N3

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, ბათუმში, აქცია „აფხაზეთი საქართველოა“ გაიმართება.

მის: ბათუმი, სოხუმის ქუჩა- საზღვაო სამგზავრო ნავსადგური.

საკონტაქტო: კახა მიქელაძე - 551 74 74 66

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება, მივა ენგურის ენგურის ხიდთან, ასევე, სოფელ რუხში.

საკონტაქტო: ანი თამაზაშვილი - 595033232

27 სექტემბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N3

27 სექტემბერს, 14:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფი" სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 სექტემბერს 14:00 საათზე, მპგ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი, პარტიისაა და პოლიტიკური საბჭოს წევრები დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

მის: გმირთა მემორიალი

საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558 36 36 44

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, კახეთის რეგიონში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

27 სექტემბერს, 19:30 საათზე, სასტუმრო Raddison Red-ში, შრი-ლანკის გაცნობითი საღამო გაიმართება, რომელიც საქართველოში აკრედიტირებული შრი-ლანკის საელჩოსა და საპატიო საკონსულოს მიერ არის ორგანიზებული.

ღონისძიებას დაესწრებიან წარმომადგენლები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან, მათ შორის წარმოდგენილი იქნება დიპლომატიური კორპუსი.

საკონტაქტო: ნესი კუპრეიშვილი - 571 716 611

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს