ლატვიის პრეზიდენტი - საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვებგვერდზე ავრცელებს.

ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

“ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა რინკევიჩსმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო