ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ ევროკომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, ამ კუთხით მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართოს.

„გარდა ამისა, შეხვედრაზე განსაკუთრებით ყურადღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გამახვილდა და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის ანგარიშში ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე გათვალისწინებული და სათანადოდ ასახული იქნება.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და ხაზი გაუსვეს საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, გამოთქვეს იმედი, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახლო მომავალში სტრატეგიულ დონეზე ავა, რისთვისაც ორივე მხარის მზადყოფნა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგოპროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო