ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე - არის კარგი დეტალები, ხმამაღალი დეტალები

ოკუპანტების ლოგისტიკისა და შტაბების განადგურებაზე კარგი და ხმამაღალი დეტალები გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი სარდლობის სხდომის შემდეგ გაავრცელა.

“რამდენიმე მთავარი საკითხი განვიხილეთ. პირველი - კონკრეტული ვითარება ფრონტზე, ჩვენი შეტევითი ქმედებები, თავდაცვითი ოპერაციები. მნიშვნელოვანი ანგარიშები აღმოსავლეთის, სამხრეთის შესახებ. ასევე ოკუპანტების ლოგისტიკისა და შტაბების განადგურების შესახებ. არის კარგი დეტალები. ხმამაღალი დეტალები,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა “მკაფიოდ ხედავს” რუსეთზე ზეწოლის რა მიამრთულებები უნდა გაძლიერდეს, რათა მოსკოვის ტერორისტული შესაძლებლობები არ იზრდებოდეს.

“სანქციები არასაკმარისადაა. მეტი იქნება. ჩვენი საკუთარი, ტერორისტი სახელმწიფოს წინააღმდეგ უკრაინული ქმედებებიც ასევე მეტი იქნება. სანამ რუსეთის აგრესია გრძელდება, მანამ რუსეთის დანაკარგებიც უნდა იგრძნობოდეს,” - განაცხადა ზელენსიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა