გურამ იმნაძე - ფონიჭალის ხსენებაზე მოქალაქეების უმეტესობას ნარკოტიკების ასოციაცია უჩნდება - ფონიჭალის ფენომენი ძალიან საინტერესოა და მე რომ აკადემიურ საქმიანობას ვეწეოდე, საინტერესო კვლევების გაკეთება შეიძლებოდა

ფონიჭალის ხსენებაზე მოქალაქეების უმეტესობას ნარკოტიკების ასოციაცია უჩნდება. შეიძლება სახელმწიფომ იცის ეს პრობლემა სად, რა დოზით არსებობს და მას მაშინ აცოცხლებს, როცა ეს სჭირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ განუცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, ის, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული დანაშაული ხდება, სარწმუნოა. როგორც იურისტი განმარტავს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ ვაჭრობის დანაშაულზე მიუთითებს, წარმოუდგენელია ეს ტყუილი იყოს, რადგან მათ ეს "არაფერში აწყობთ".

„ფონიჭალის ფენომენი ძალიან საინტერესოა, მე რომ აკადემიურ საქმიანობას ვეწეოდე, დარწმუნებული ვარ, საინტერესო კვლევების გაკეთება შეიძლებოდა ფონიჭალაში არსებულ მდგომარეობაზე. ახალი ამბავი არ არის, წლებია, 90-იანი წლებიდან ეს პრობლემა დგას, ფონიჭალის ხსენებაზე მოქალაქეების უმეტესობას ნარკოტიკების ასოციაცია უჩნდებათ. ერთი მხრივ, კვირა თუ არა, თვე არ გავა, იქ სპეცოპერაცია არ ჩატარდეს. მეორე მხრივ, ფონიჭალის პრობლემა მაინც აგრძელებს არსებობას. შეიძლება შეთქმულების თეორიებში შესვლა ძალიან არასწორია, მაგრამ წარმოუდგენელია, სახელმწიფო, სამართალდამცავი უწყებების გარკვეული ნაწილის, შეიძლება დაბალ დონეზე, მაგრამ მათი ჩართულობის გარეშე ეს პრობლემა ასე განაგრძობდეს ფაქტობრივად, უწყვეტად არსებობას.

შეიძლება სახელმწიფომ იცის, რომ ეს პრობლემა არსებობს, სად არსებობს, რა დოზით და ამ პრობლემას მაშინ აცოცხლებს, როცა ეს სჭირდება. მაგალითად, ძალიან ხშირად იყო წინა წლებში შემთხვევები, როცა პოლიტიკური კრიზისი იყო, ან სამართალდამცავ ორგანოებში რაღაც ტიპის პრობლემები არსებობდა და სწორედ ამ დროს ვხედავდით რაღაც მასშტაბურ სპეცოპერაციას ფონიჭალაში, რომ თითქოს, მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, პოლიცია რაღაცას აკეთებდა, ეფექტიანად ებრძოდა დანაშაულს, ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობას. ჩემთვის ეს ასეთ აღქმას უფრო ტოვებს, მაგრამ ეს პერსონალური აღქმაა. ცხადია, ამის მიღმა რაიმე მტკიცებულება არ მაქვს, რომლითაც ამ ჩემს აღქმას დავასაბუთებ. თუმცა, ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს, რომ ფონიჭალაში, წლებია, ეს პრობლემა არსებობს და ძალიან ხშირად, იქ ჩატარებული სპეცოპერაციები ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პრობლემებს ემთხვევა, იმ აღქმას მიჩენს, რაზეც ვისაუბრე.

ნარკოტიკული დანაშაული ფონიჭალაში რომ ხდება, ეს სარწმუნოა. წარმოუდგენელია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ ვაჭრობის დანაშაულზე მიუთითებს, ეს ტყუილი იყოს, არაფერში აწყობს პოლიციას ეს მოიგონოს და ასეთ დანაშაულზე სპექტაკლი დადგას, მაშინ როცა საქმეებში ბევრი მტკიცებულება არსებობს, ფაქტია, რომ ეს მოცემულობა არის“, - აცხადებს იმნაძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო