მეთიუ მილერი - რუსეთმა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში, რომლიდანაც ის 2022 წლის გაზაფხულზე გარიცხეს, უკრაინაში მის ქმედებებს ეწინააღმდეგება, რადგან რუსეთი სამხედრო დანაშაულების ჩადენას აგრძელებს.

აღნიშნულის შესახებ მეთიუ მილერმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში დაბრუნების რუსეთის მცდელობების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის მიდგომის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და ასევე ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა. ჩვენ მკაფიოდ გავაგებინეთ, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, პასუხი უნდა აგონ და ამიტომ, რა საკვირველია, მივიჩნევ, რომ რუსეთის წარმომადგენლობა ორგანოში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვით არის დაკავებული, არ შეესაბამება მის ქმედებებს უკრაინაში”, - განაცხადა მილერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო