ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ პროცესები, რომელიც პოლიტიკურ საქმეებს არ ეხება, დადებითად ტარდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგის” ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ სასამართლო პროცესები, რომელიც პოლიტიკურ საქმეებს არ ეხება, დადებითად ტარდება.

თუმცა, ამავდროულად იკვეთება პრობლემები, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს.

აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს” სასტუმრო “რუმსში” განუცხადა, სადაც გაიმართა სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის პრეზენტაცია - „ყოველდღიური მართლმსაჯულება რეგიონებში “.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა”, ფაქტობრივად, უპრეცედენტო მონიტორინგი ჩაატარა, რადგანაც საქართველოში მოქალაქეები სასამართლოს მონიტორინგის პროცესში არასდროს ყოფილან.

მისივე თქმით, კვლევაში ჩართული იყო 76 მოხალისე 18 სასამართლოში.

„შედეგები რაც ვნახეთ, ეს არის რეგიონებში ჩატარებული რეფორმები,ყოველდღიური მართლმსაჯულება. აქ არ არის პოლიტიკური, მაღალი რეზონანსული საქმეები. უმეტეს შემთხვევაში პრობლემები რაც გამოიკვეთა ეხება საორგანიზაციო საკითხებს, პროცესების დაგვიანებით დაწყებას, პროცედურულ ნორმებს, თუ როგორ განმარტავს მოსამართლე - ანუ პროცესს როგორ ატარებს მოსამართლე, ამ კუთხით არის პრობლემები. თუმცა, საერთო ჯამში, უმეტეს შემთხვევაში, შედეგები დადებითია იმიტომ, რომ ეს არის ორდინალური პროცესები და არა, ისეთი საქმეები, სადაც ვიღაცის პოლიტიკური საქმეებია”, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, როგორ კვლევაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ეს ხელს უწყობს მოქალაქეების მიმართ მოსამართლეების ანგარიშვალდებულების და საზოგადოების მხრიდან სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ასევე, განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებას.

„საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სასამართლო გუშაგმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 76 მოხალისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩართო მონიტორინგის პროცესში. 10 თვის განმავლობაში მოხალისეები დაესწრნენ 1341 სასამართლო პროცესს, რომელთა მონიტორინგის შედეგები ანგარიშში აისახა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა, მეგი შამათავამ მონაწილეებს, მოხალისეთა დაკვირვების შედეგები გააცნო.

„მოსამართლეთა უმეტესობა გულდასმით უსმენდა მხარეებს და განმარტავდა სამართლებრივ ტერმინოლოგიას მხარეთათვის გასაგებ ენაზე. იყო შემთხვევები, როდესაც პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლე არ იყო საქმესთან დაკავშირებით სათანადოდ ინფორმირებული და მომზადებული. მოსამართლეები უმეტესად იცავდნენ ეთიკის ნორმებს და კონსტრუქციულად მიმართავდნენ დარბაზში მყოფ პირებს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებმა მხარეების მიმართ უხეში ან აგრესიული დამოკიდებულება გამოხატეს”, - განაცხადა მეგი შამათავამ.

„მოხალისეები სამართალწარმოების ხანგრძლივ ვადებს და განსჯადობასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ“, - დასძინა საქართველოს „სასამართლოს გუშაგის“ სამართლებრივმა ანალიტიკოსმა ქეთი გაჩეჩილაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია