ყარაბაღიდან სომხეთში 28 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი მთიანი ყარაბაღიდან 28 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა.

ოფიციალური ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის რესპუბლიკაში 28 120 იძულებულად გადაადგილებული პირი შევიდა.

„საცხოვრებლით 3200-ზე მეტი ადამიანია უზრუნველყოფილი, ვისაც განთავსების სხვა ვარიანტები არ ჰქონდათ. ხამკენდიდან სომხეთის ქალაქ კორნიძორამდე მიმავალი გზა გადავსებულია, ზოგიერთი ადამიანი რიგში მეორე დღეა ელოდება გადასვლის საშუალებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა და სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის გასვლის უზრუნველყოფას შეჰპირდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება