სოლომონ პავლიაშვილი ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციას IAEA-ის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა.

„დელეგატებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მეორე ვადით მოქმედი გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აირჩიეს. რაფაელ მარიანო გროსიმ სააგენტოს ოთხი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. გენერალურმა დირექტორმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ბირთვული ენერგიის როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში და ბირთვული ტექნოლოგიის მნიშვნელობას პლასტიკით დაბინძურების შემცირებაში. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, IAEA არის მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი. მხოლოდ 2022 წელს, სააგენტო 149 ქვეყანას სურსათის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში დაეხმარა.

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

კონფერენციაზე საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ