ლევან იოსელიანი - აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით 2023 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

„სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაგრამ ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

მე იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც და იქიდან ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის დარღვეული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო