ნატო-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ არცერთ ფორმატში არ განიხილება

ნატო-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელის, ნატალია გალიბარენკოს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის შტაბ-ბინაში არცერთ ფორმატში არ განიხილება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ.

აღნიშნული განცხადება ნატალია გალიბარენკომ ბრიუსელში გააკეთა.

მისივე თქმით, ნატო-ში ის დაარწმუნეს იმაში, რომ მსჯელობა უკრაინის ნატო-ში მოწვევასთან დაკავშირებით, თუ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს განაცხადებს, არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე მიმდინარეობს.

"ნატო-ს შტაბ-ბინაში ასეთი დისკუსიები არ მიმდინარეობს. ჩვენ გავესაუბრეთ სხვადასხვა დელეგაციებს და დაგვარწმუნეს იმაში, რომ არაოფიციალურ დონეზეც კი, ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა გალიბარენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ფორუმებზე იყო ასეთი გამონათქვამები, რომ უკრაინამ გერმანიის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გერმანია ნატო-ში ნაწილ-ნაწილ მიიღეს.

„მაგრამ ეს არაფორმალური მსჯელობებია, რომლებშიც ამ თუ იმ წინადადებებზე რეაქციას ამოწმებენ. ნატო-ში ასე არ არის. აქ, ძირითადად, განიხილება საკითხები, თუ როგორ შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოებასთან ერთად უკრაინა რეფორმების ჩატარებას ", - დასძინა ნატო-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო