საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, ვიზიტით, სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაური იმყოფება.

უწყების ცნობით, გენერალ დანიელ ზმეკოს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

„ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა გენერალ დანიელ ზმეკოს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

ყურადღება ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სლოვაკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო