ანონსი  28 სექტემბერი

28 სექტემბერს, 09:00 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართება.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილე ჯულია ვალესე.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 21 13 00

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, (მწვანე დარბაზი)

საკონტაქტო ტელ: 596 52 00 52

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები კახეთის რეგიონში გაიმართება.

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ კონფერენცია „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია - თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე“ გაიმართება.

მის: რესპუბლიკის მოედანი N1

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, (C კორპუსი, III სართული).

საკონტაქტო: 577 25 55 15

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. ყარაბაღში განვითარებული მოვლენები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისში, დედაენის ბაღში (მშრალი ხიდის მიმდებარედ), ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ჩატარდება შინაური ცხოველების (ძაღლი &კატა), მათ შორის მიკედლებული ცხოველების, ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ.

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, წალენჯიხაში (მერიასთან), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, წალენჯიხის ვიცე-მერთან ვანო ბურდულთან ერთად, პირველკლასელებს უფასო კვების ბარათებს გადასცემს.

მის: წალენჯიხა, მერია.

საკონტაქტო: ანა წითლიძე - 599 852 460

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის რეგიონში, თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბს ეწვევა, სადაც კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესის შესახებ შტაბის წევრებისგან ინფორმაციას მოისმენს.

მის: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი 97 (სასტუმრო Wine Hotel Telavi)

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული - საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის იგორ ნარმანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: 11 სექტემბერს, კანცელარიასთან დაკავების ეპიზოდი, ირაკლი ღარიბაშვილის ფრენის გაპროტესტების დროს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო: იგორ ნარმანია - 598 774 977

28 სექტემბერს, 16:30 სთზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ღარიბაშვილის ქონებები

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

28 სექტემბერს, 18.00 საათზე, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში ღონისძიება „ხელოვანები აფხაზეთისთვის“ გაიმართება, სადაც მხატვრების გამოფენა და პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: დიმიტრი უზნაძის 68.

საკონტაქტო ტელ: 577-100-830, 599-249410

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო