რომან გოცირიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ ბანკებისადმი ბრძანება ანგარიშის გაყინვის თაობაზე საღამოს გამოსცა და ფარცხალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაექაჩა თავისი ფული რუსეთში - ხვალ უნდა მივიღო პასუხი, მოასწრო თუ არა ფულის გადატანა

ეროვნული ბანკი ჩამოშლილია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან წარმოუდგენელია, ვიცე-პრეზიდენტის ან პრეზიდენტის კანდიდატურა „გამოიჭედოს“.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კანდიდატები წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილმა ის ორი ადამიანი რატომ წარადგინა? - აღმოჩნდა, რომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა თავისი დაქალების რეკომენდაციით. ერთ-ერთი ქალბატონი ყოფილა აგრარიკოს მებოსტნეობის სპეციალისტი. პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. მეორე ვინც წარადგინა, მას როგორც სპეციალისტს არ ვერჩი, თემურ ხომერიკი ჩემთან მუშაობდა, ძალიან კარგი ბიჭია, მე მოვიყვანე, პირველი სამსახური ჩემთან დაიწყო. ეროვნული ბანკი ფორმალურად და იურიდიულად შეივსო, 9-დან 5 კაცი არის ადგილზე, მე-6 არის ამერიკელი, რომელიც მიდის 2 თვეში. ეროვნული ბანკი ჩამოშლილი იმიტომ არის, რომ არ ჰყავს პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი. ამ ადამიანებში წარმოუდგენელია, ვიცე-პრეზიდენტის ან პრეზიდენტის კანდიდატურა გამოიჭედოს. ეროვნულ ბანკს არ ჰყავს სამი ვიცე-პრეზიდენტი, ეს ნიშნავს სამი სხვადასხვა სფეროს კურატორობას, ერთ - საბანკო სექტორის ზედამხედველობა, მეორე - მაკროეკონომიკა, მესამე - ფასიანი ქაღალდები. ვიცე-პრეზიდენტი ამავე დროს არის სხვადასხვა კომიტეტში ანუ კომიტეტები პარალიზებულია, მათ გარეშე ვერ იმუშავებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე, როგორც რომან გოცირიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნატია თურნავას წერილი მისწერა, სადაც ითხოვს პასუხს კითხვაზე, მოახერხა თუ არა ოთარ ფარცხალაძემ ქონების გატანა რუსეთში.

„ამერიკამ სანქცია გამოაცხადა 15 სექტემბერს, პარასკევ დილით ქალბატონი ნათია უნდა მისულიყო სამსახურში და მომენტალურად უნდა დაეწერა განკარგულება, კომერციული ბანკებისადმი მითითება ფარცხალაძისთვის ანგარიშის გაყინვის შესახებ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონმა ნათიამ ბრძანებულება გამოსცა საღამოს და მთელი დროის განმავლობაში ფარცხალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაექაჩა თავისი ფული რუსეთში. ხვალ უნდა მივიღო პასუხი, რომელ საათზე გასცა ნათია თურნავამ ბრძანება კომერციული ბანკების მიმართ და ამ შუალედში მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ ფულის გადატანა?“, - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება