სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან 53 000 ადამიანია ევაკუირებული

სომხეთის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან უკვე 53 000 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაჩინის დერეფანთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტ კორნიდზორში ჰუმანიტარული დერეფანი შეიქმნა.

სომხეთის მთავრობას ვალდებულება აიღო საცხოვრებლით უზრუნველყოს მოქალაქეები, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო