სერგეი ლავროვი - მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით

მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობის და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის საზღვრებზე მტრული ძალების ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით", - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მით უფრო რთული იქნება დიალოგი. მისი თქმით, ასეთი კონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მოსკოვთან დიალოგის აკრძალვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების გაუქმება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა