ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა

ჩრდილოეთ კორეამ კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეა ავითარებს ბირთვულ იარაღს, "რათა უზრუნველყოს თავისი არსებობის უფლებები და ომის შეკავება".

"ჩრდილოეთ კორეის ატომური ძალების შექმნის პოლიტიკა უწყვეტი გახდა, როგორც სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომლის უარყოფის უფლება არავის აქვს “, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საჭიროა "ბირთვული იარაღის წარმოების გაძლიერება, ბირთვული დარტყმის საშუალებების დივერსიფიკაცია და მათ სხვადასხვა სერვისებში განლაგება", რადგან აშშ უკიდურესობამდე მივიდა სამხედრო პროვოკაციებით, წვრთნებითა და რეგიონში სტრატეგიული აქტივების განლაგებით.მან ჩინოვნიკებს მოუწოდა, გააძლიერონ სოლიდარობა შეერთებული შტატების წინააღმდეგ მდგარ ერებთან.

ამასთან, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის, სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სამმხრივი თანამშრომლობა დაგმო და "აზიური ვერსიის ნატო" უწოდა.”ეს არის ყველაზე უარესი რეალური საფრთხე და არა მუქარის რიტორიკა, ან წარმოსახვითი არსება,” - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, კიმ ჩენ ინი რამდენიმე დღის წინ რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ფხენიანს, შესაძლოა, ბირთვული და სარაკეტო პროგრამებისთვის რუსეთიდან ტექნოლოგიური დახმარების მიღება სურდეს, მოსკოვი კი ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობდეს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა