თბილისი „მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ“ ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვის პროცესზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ რეფორმებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოში, ევროკავშირისა და ევროკომისიის ორგანიზებით, ასეთი მასშტაბის კონფერენცია ტარდება. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და ასევე, იმ საკითხების განსახილველად, რაც დღეს ჩვენ წინაშე დგას სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების დანერგვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე ღონისძიების მიზანი მონაწილე ქვეყნებსა და მხარეებს შორის მდგრადი სასურსათო სისტემების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო კავშირი და თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით. მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით. რაც შეეხება მდგრად სასურსათო სისტემებს, ეს არის ახალი გამოწვევა კლიმატური ცვლილებების პირობებში, რომლის შესახებაც ახლა ერთად ვსწავლობთ, ვმსჯელობთ. სწორედ ეს არის ამ ღონისძიების მიზანი, რომ გავცვალოთ ჩვენი ხედვები, ცოდნა, გამოცდილება, ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების განსაზღვრისა და შესრულებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერმა, იან ბლუმენდალმა.

უწყების განმარტებით, კონფერენციაში ევროპის და ცენტრალური აზიის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება