გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მან გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მტკიცე მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი, შორი დისტანციის რაკეტების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯით უკრაინის ჯარის შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდა.

გრანტ შაპსმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2023 წლის სექტემბერში ბენ უოლესის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა