ბექა დავითულიანი - 31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს - იმედია, ყველა კეთილგონივრულად მოიქცევა

31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს - იმედია, ყველა კეთილგონივრულად მოიქცევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ამასთან, კითხვაზე: რა პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სტატუსი დათქმებით მოგვცენ? -დავითულიანი პასუხობს - “კი, ბატონო, თანახმა ვართ“.

„31 ოქტომბრამდე ერთი თვეა დარჩენილი. ბორელის ვიზიტის დროს შედგენილი იქნა გეგმა, რის მიხედვითაც, უნდა გვემოქმედა რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს ყველაფერი ბატონი ბორელისვე რეკომენდაციით უნდა გადავგზავნოთ ვენეციის კომისიაში, რომელიც ევროსტრუქტურების საექსპერტო ბიუროა. ვფიქრობ, ისინიც მალე შეეცდებიან, დასკვნა დაიდოს. მოქმედების გრაფიკი შედგენილი იყო ბორელთან ერთად, პროცედურა შეთანხმებული იყო ევროკომისიის მენეჯმენტთან, ვმოქმედებთ პროცედურის მიხედვით. ვფიქრობთ, ყველაფერი მოესწრება 31 ოქტომბრამდე. არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება ეს სტატუსი არ გაიცეს, იმედი მაქვს ყველა მოიქცევა კეთილგონივრულად”, - განაცხადა დავითულიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს