საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანური ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებმა ესპანური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

ბურჭულაძის განცხადებით, აღნიშნული შეიარაღების შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას.

„საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები. პირადი შემადგენლობა მომზადდა ინსტრუქტორებად, რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ძალების მასშტაბით.

ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაში ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ნატო-ს წევრი ქვეყნები ეფექტურად იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის