ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ნატო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის - გვესმის, რა დევს სასწორზე

ნატო აპირებს გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინისთვის და ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც კიევს იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუგზავნეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების გამო, ზოგიერთი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი დეფიციტურია, რადგან ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ.

„ამიტომ, ნატო-მ დაიწყო მუშაობა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ფოკუსირებულია საბრძოლო მასალის ნაკლებობის აღმოფხვრაზე, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ნატო-ს ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც, უკრაინის დახმარების გამო დეფიციტს განიცდიან", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ალიანსი მუშაობს კერძო სექტორთან კავშირების გასაძლიერებლად, რათა დაჩქარდეს თავდაცვის პროდუქციის წარმოების ხაზები.

„საკითხი, რომელიც ნატო-ს მოლაპარაკებების მაგიდასთან გვესმის, არის ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში. ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას მხარი დავუჭიროთ უკრაინას. გვესმის, რა დევს სასწორზე. უკრაინა არ იცავს მხოლოდ თავის ტერიტორიას, ის იცავს ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცავთ აქ“, - ჯულიან სმიტმა.

მისი თქმით, „უკრაინის მიმართ ნატო-ს 31-ვე წევრის მხარდაჭერა რკინისებური და უცვლელი რჩება“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო